|
|
|
მწარმოებელი ქვეყანა
|
|
მწარმოებელი
|
|
სატრანსპორტო საშუალების ტიპი
|
|
სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები
|
|
საკონტროლო ციფრი
|
|
სამოდელო წელი
|
|
დამამზადებელი ქარხანა
|
|
სერიული ნომერი
|
ავტომანქანის ქარხნული VIN ნომრის პირველი ციფრი აღნიშნავს ქვეყანას, სადაც გამოშვებული იქნა სატრანსპორტო საშუალება: აშშ (1 ან 4), კანადა (2), მექსიკა (3), იაპონია (J), კორეა (K), ინგლისი (S), გერმანია (W), იტალია (Z).
ავტომანქანის ქარხნული ნომრის მეორე სიმბოლო აღნიშნავს მწარმოებელს: Audi (A), BMW (B), Buick (4), Cadillac (6), Chevrolet (1), Chrysler (C), Dodge (B), Ford (F), GM Canada (7), General Motors (G), Honda (H), Jaguar (A), Lincoln (L), Mercedes Benz (D), Mercury (M), Nissan (N), Oldsmobile (3), Pontiac (2 or 5), Plymouth (P), Saturn (8), Toyota (T), Volvo (V).
ავტომანქანის ქარხნული ნომრის მესამე სიმბოლო მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების ტიპზე.
სიმბოლოები მეოთხედან მერვეს ჩათვლით მიიუთითებენ სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლებს, როგორიცაა ძარის ტიპი, ძრავის ტიპი, მოდელი, სერია და ა.შ.
ავტომანქანის ქარხნული ნომრის მეცხრე სიმბოლო წარმოადგენს VIN ნომრის საკონტროლო ციფრს, რომელიც ამოწმებს წინა სიმბოლოებს.
ავტომანქანის ქარხნული VIN ნომრის მეათე ციფრი ასახავს სამოდელო წელს.
|
წელი
|
ნიშანი
|
წელი
|
ნიშანი
|
წელი
|
ნიშანი
|
|
1981
|
B
|
1991
|
M
|
2001
|
1
|
|
1982
|
C
|
1992
|
N
|
2002
|
2
|
|
1983
|
D
|
1993
|
P
|
2003
|
3
|
|
1984
|
E
|
1994
|
R
|
2004
|
4
|
|
1985
|
F
|
1995
|
S
|
2005
|
5
|
|
1986
|
G
|
1996
|
T
|
2006
|
6
|
|
1987
|
H
|
1997
|
V
|
2007
|
7
|
|
1988
|
J
|
1998
|
W
|
2008
|
8
|
|
1989
|
K
|
1999
|
X
|
2009
|
9
|
|
1990
|
L
|
2000
|
Y
|
2010
|
A
|
განასხვავებენ სამოდელო და კალენდარულ წლებს. კალენდარული წელი ნიშნავს წელს, რომელშიც გამოშვებული იქნა ავტომანქანა. სამოდელო წელი განისაზღვრება მწარმოებლის მიერ და შეიძლება განსხვავდებოდეს კალენდარული წლისაგან. სამოდელო წლის დაწყება განისაზღვრება ავტომანქანის ახალი მოდელის გამოშვებით, ამიტომ სამოდელო წელი შეიძლება რამდენადმე უსწრებდეს კალენდარულს. ამ შემთხვევაშიც კი, VIN ნომერში მითითებულია ციფრი რომელიც შეესაბამება არა მიმდინარე, არამედ მომდევნო კალენდარულ წელს. (უმეტეს შემთხვევაში სამოდელო წელი იწყება კალენდარული წლის 1 ივლისს და მთავრდება მომავალი წლის 30 ივნისს.)
ავტომანქანის ქარხნული ნომრის მეთერთმეტე სიმბოლო აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების ამწყობ ქარხანას.
სიმბოლოები მეთორმეტედან მეჩვიდმეტეს ჩათვლით გამოხატავენ კონვეიერზე სატრანსპორტო საშუალების აწყობის პროცესის თანმიმდევრობას.
ავტომანქანის ქარხნული VIN ნომრის პირველი ციფრი ასახავს ქვეყანას, სადაც გამოშვებული იქნა სატრანსპორტო საშუალება.
|